2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში შევიდა. დღესვე საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინება, ამის შემდეგ დაიწყება განხილვის პროცესი.
საბიუჯეტო ცვლილებებით, გარკვეული მოცულობით იკვეცება ცალკეული სახელმწიფო უწყებების დაფინანსება.
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით მცირდება.