სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება 15:00 საათზე გახდება ცნობილი

სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება 15:00 საათზე გახდება ცნობილი

სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, 15:00 საათზე გახდება ცნობილი. სწორედ ამ დროს გაიმართება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრესკონფერენცია, სადაც საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ სფფ-ს პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ისაუბრებს.

შესაბამისად, დღეს გახდება ცნობილი, სად, როგორ და როდიდან გაიყიდება სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთები.