„ნატო-ს გაფართოება რუსეთის შეურაცხყოფას და მისი ინტერესების შელახვას არ ნიშნავს“

„ნატო-ს გაფართოება რუსეთის შეურაცხყოფას და მისი ინტერესების შელახვას არ ნიშნავს“

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის გაფართოება რუსეთის ინტერესების შევიწროებას და შეურაცხყოფას არ ნიშნავს.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში, აღნიშნა, რომ დასავლეთის საზოგადოება ძლიერი და ერთიანი უნდა იყოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ რუსეთთან მუშაობას, მასთან კონსტრუქციული ურთიერთობის განვითარებას.

„ცივი ომის დამთავრების შემდეგ, გერმანიამ და ნატო-ს ყველა მოკავშირემ დიდი ძალისხმევა გასწია, რათა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დამყარებულიყო. გაიხსნა საზღვრები, გაიზარდა ტვირთბრუნვა, G7 გახდა G8, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა, შეიქმნა საბჭო რუსეთი-ნატო. ჩვენ ნამდვილად ვეცადეთ დაგვემყარებინა თანამშრომლობა რუსეთთან, მაგრამ ეს უნდა იყოს მინიმალურ ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებული. სწორედ პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობამ ისურვა ალიანსში გაწევრიანება. ჩვენ ვერ ვეტყოდით მათ უარს მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი იმ რეგიონში იმყოფებიან, რომელსაც რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. თუ ჩვენ ერთიანები და ძლიერები ვიქნებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ რუსეთთან მუშაობას და მასთან კონსტრუქციულ, სამუშაო ურთიერთობის განვითარებას. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და ამასთან, უნდა ვიყოთ რუსეთთან დიალოგისთვის გახსნილები. დასავლეთი ყოველთვის ისწრაფვოდა რუსეთთან სტრატეგიული პარტიორობისკენ, ხოლო ნატო-ს გაფართოება არ არის მოსკოვის შეურაცხყოფა და მისი ინტერესების შელახვა. დასავლეთის საზოგადოება ძლიერი და ერთიანი უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ რუსეთთან მუშაობას და მასთან კონსტრუქციული ურთიერთობის განვითარებას. უსაფრთხოების დაცვა და დიალოგი ერთმანეთს ხელს არ უშლის“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გერმანულ გაზეთ „Süddeutsche Zeitung“-თან ინტერვიუში.