საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

ფულის გულისთვის რა კაცი მოკალი, შე არაკაცო! - ასე მიმართა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში მრალდებულ გია სოსანაშვილს მოკლულის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პროცესზე მხარეები მტკიცებულებების ნუსხას წარადგენენ, რის შემდეგაც მოსამართლე მათი დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს.

მოსამართლის მოწოდების შემდეგ, მანანა ვაზაგაშვილმა და სხვა პირებმა, რომლებიც ამ საქმეზე მოწმეები არიან, დარბაზი დატოვეს.

სოსანაშვილს ამ დრომდე რაიმე განცხადება არ გაუკეთებია.