ავღანეთში 11 ადგილობრივი სამხედრო მოკლეს

ავღანეთში 11 ადგილობრივი სამხედრო მოკლეს

ავღანეთის ჰერათის პროვინციაში "თალიბმა" მებრძოლებმა 11 ადგილობრივი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ "ბიბისი" ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, სამხედროების ავტოკოლონას ისლამისტები თავს დღეს დაესხნენ. არიან დაშავებულებიც, თუმცა, ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. მოძრაობა "თალიბანს" მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ბოლო რამდენიმე წელია, "თალიბმა" მებრძოლებმა უცხოურ ჯარებსა და ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე თავდასხმები გაახშირეს. ისინი ქვეყანაში ნატო-ს ძალების არსებობას აპროტესტებენ და მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან.