სირიაში 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა

სირიაში 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა

სირიაში საომარი მოქმედებების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 23 წლის თურფალ ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ პანკისის ხეობაში ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

ადგილობრივების ცნობით, ბორჩაშვილი წელიწადნახევრის წინ თურქეთში სამუშაოდ წავიდა და მათთვის უცნობია, როგორ მოხვდა სირიაში.

თურფალ ბორჩაშვილი სოფელ ძივახევიდან იყო. ის უკვე საქართველოს მე --4 მოქალაქეა, რომელიც ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს ბრძოლის დროს გარდაიცვალა.