ავთანდილ სუდაძე თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ავთანდილ სუდაძე თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც სუდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს. 

"რა დროს გადადგომაა, ჩვენ ვმუშაობთ და აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს", - აღნიშნა სუდაძემ.