სტიქიის დროს დაზიანებული ავტომობილი გვირაბიდან გამოიტანეს

სტიქიის დროს დაზიანებული ავტომობილი გვირაბიდან გამოიტანეს

13 ივნისის მომხდარი სტიქიის დროს დაზიანებული ავტომობილი "ლაგუნა ვერესთან" არსებული გვირაბიდან უკვე გამოიტანეს. ამ წუთებში მაშველები ცდილობენ მტკვრის სანაპიროდან ავტომობილი სპეცტექნიკის დახმარებით, საევაკუაციო ავტომობილზე გადაიტანონ, რის შემდეგაც მანქანას სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანენ. 

"ლაგუნა ვერესთან" მანქანის ამოყვანას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დილის 10:00 საათიდან ცდილობდნენ. დაზიანებული ავტომობილი BMW-ის მარკისაა.