სან-ფრანცისკოში ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას მამაკაცი დაჭრეს

სან-ფრანცისკოში ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას მამაკაცი დაჭრეს

სან-ფრანცისკოს ცენტრში, ერთსქესიანთა მხარდასაჭერ აქციაზე სროლების შედეგად 64 წლის მამაკაცი დაიჭრა. დემონსტრანტებმა აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდასაჭერი მოტინგი გამართეს, რომელმაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ორი დღის წინ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება განახორციელა. 

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებს სასამართლოს გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა ჯგუფი დაუპირისპირდა. ურთიერთშელაპარაკება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომლის დროსაც ერთ-ერთმა მონაწილემ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შედეგად დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.