ტაივანის ქალაქ სინბეიში აკვაპარკში აფეთქება მოხდა

ტაივანის ქალაქ სინბეიში აკვაპარკში აფეთქება მოხდა

ტაივანის ქალაქ სინბეიში აკვაპარკში გამართული დისკოთეკისას მომხდარი აფეთქების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და 228 დაშავდა . 

ბოლო ინფორმაციით, 97-მა ადამიანმა ძლიერი ხარისხის დამწვრობა მიიღო, 132-მა საშუალო ხარისხის დამწვრობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაურკვეველი სახის თეთრი ნივთიერების გამოფრქვევას მოყვა. მანამდე გავრცელებული ვერსიით, ხანძრის გამოწვევა პიროტექნიკის შოუმ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება.