ნიუ-იორკის ვესტ-საიდში ცათამბჯენი იწვის. ამის შესახებ "ენ-ბი-სი" იუწყება. ხანძარი მრავალსართულიანი სახლის 21-ე სართულზე გაჩნდა. შენობიდან შავი კვამლი ამოდის.
ბოლო ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.