ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია

ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია

მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

მან ფინალურ შეხვედრაში ებრაელი ფალავანი დაამარცხა.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ძიუდოსიტმა ვალერი ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი კონკურენტ კირილ დენისოვთან დამარცხდა.

სულ ქართული დელეგაციის ანგარიშზე ბაქოში მოპოვებული 15 მედალია. მათ შორის 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.