პარლამენტმა

პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. კენჭი ეყარა გამომდინარე პროექტებსაც. 

ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება.

განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების წესს და მისი ხელმძღვანელის არჩევას.