ქუვეითში მეჩეთზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს

ქუვეითში მეჩეთზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს

ქუვეითში გუშინ შიიტურ მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს. "როიტერის" ცნობით, ეჭვმიტანილებს სავარაუდოდ, კავშირი აქვთ იმ თვითმკვლელ ტერორისტთან, რომლემაც თავი აიფეთქა და 27 ადამიანი შეიწირა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

აფეთქება პარასკევის ლოცვის დროს იმამ სადიქის მეჩეთში მოხდა, რომელიც ერთ-ერთ ხალხმრავალ სალოცავს წარმოადგენს. "ისლამურმა სახელმწიფომ" მსგავსი თავდასხმები ამ დრომდე საუდის არაბეთსა და იემენშიც არაერთხელ განახორციელა.