ბათუმში მე-10 სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა

ბათუმში მე-10 სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის მე-10 სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც კორპუსის მიმდებარედ სასურსათო მაღაზიაში მომუშავე ნინო თავართქილაძე აცხადებს, შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს მოხდა. მისივე თქმით, 3 წლის ბავშვი მშობელთან ერთად ბათუმში სტუმრად იმყოფებოდა.

"ხმაურზე გამოვედით, შემთხვევა ჩვენი მაღაზიის წინ მოხდა. 3 წლის გოგონა იყო მაღალი სართულიდან გადმოვარდნილი. ადგილზე მოვიდა სასწრაფო დახმარებაც, მაგრამ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო", - აღნიშნა ნინო თავართქილაძემ.