ტუნისში დღეს მომხდარი ტერაქტის დროს სულ მცირე, 13 ბრიტანელია დაღუპული და ირლანდიის ერთი მოქალაქე. ამის შესახებ "ITV" ადგილობრივ საავადმყოფოებზე დაყრდნობით იუწყება. დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, ბელგიისა და ტუნისის მოქალაქეები - იუწყება ტელეკომპანია.
ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი 37-ს აღწევს. ორმა შეიარაღებულმა ადამიანმა დღეს ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსთან, კურორტ ელ-კანტაუიში, სასტუმრო "იმპერიალთან" ცეცხლი გახსნა. ერთი დამნაშავე მოკლულია, მეორე დაკავებული. მომხდარის შედეგად 36 ადამიანი დაშავდა.