საფრანგეთის ტერაქტში ეჭვმიტანილია 35 წლის იასინ სალია

საფრანგეთის ტერაქტში ეჭვმიტანილია 35 წლის იასინ სალია

ცნობილი ხდება საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის ზოგიერთი დეტალი. "როიტერის" ინფორმაციით, მამაკაცი, რომლის ცხედარიც ქიმიურ საწარმოში ტერაქტის შემდეგ იპოვნეს, სავარაუდო ტერორისტის დამსაქმებელი იყო. მოკლული სატრანსპორტო კომპანიაში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ტერაქტის განსახორციელებლად სწორედ მისი ავტომობილი იყო გამოყენებული. რაც შეეხება დამნაშავეს, ის 35 წლის მძღოლია იასინ სალია, რომელიც ლიონის გარეუბანში ცხოვრობს. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. მისმა მეუღლემ მედიას განუცხადა, რომ მისი ქმარი ცხოვრების სამაგალითო წესით გამოირჩეოდა და ტერაქტის დღესაც სამსახურში ჩვეულებისამებრ წავიდა. მისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავს.

სავარაუდო დამნაშავის მეუღლე პოლიციამ დააკავა.

საფრანგეთის ქალაქ სან-კანტენ-ფალავიეში ქიმიურ ქარხანაში თავდასხმა დღეს ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე განხორციელდა. თავდამსხმელი იქნევდა "ისლამური სახელმწიფოს" დროშას, რომელმაც ავტომანქა პირდაპირ გაზის კონტეინერისკენ მიმართა. ტერაქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ქარხნის კარიბჭესთან აღმოაჩინეს სხეულისგან მოკვეთილი თავი, რომელზეც, ისევე როგორც სხეულზე არაბული წარწერები იყო გაკეთებული.