გერმანიის შს მინისტრი საფრანგეთის მსგავს ტერაქტს გერმანიაშიც არ გამორიცხავს

გერმანიის შს მინისტრი საფრანგეთის მსგავს ტერაქტს გერმანიაშიც არ გამორიცხავს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას დე მეზიერი აცხადებს, რომ საფრანგეთის მსგავსი ტერაქტი შესაძლოა გერმანიაშიც მოხდეს .

"მინისტრის განცხადებით, გერმანია საშიშ მდგომარეობაშია. მისივე განცხადებით, მიუხედავად ყოველგვარი ძალისხმევისა, არ შეუძლია მოსახლეობისთვის იმის გარანტიის მიცემა, რომ ქვეყანაში მსგავსი არაფერი მოხდება", - წერს "როიტერი".

მინისტრის თქმით, ადამიანთა რიცხვი, ვინც შესაძლოა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში იყვნენ დიდია, როგორც არასდროს.

მეზიერის ინფორმაციით, 700-ზე მეტი ადამიანი გერმანიიდან იმისთვის წავიდა, რომ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდნენ.

საფრანგეთის იზერის დეპარტამენტში, ერთ-ერთ გაზის სატუმბ საწარმოში მამაკაცმა ტერაქტი განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.