პრეზიდენტი ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრეზიდენტი ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლის, ქალბატონ ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო. ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ქალბატონი ეთერის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - აცხადებს პრეზიდენტი.

მომღერალი ეთერ კაკულია დღეს გარდაიცვალა. ეთერ კაკულიას სიმსივნის დიაგნოზი ერთი წლის წინ დაუსვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.

ეთერ კაკულია სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, უიმედო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს. ეთერ კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩამოიყვანა.