კუვეითის დედაქალაქში შიიტურ მეჩეთზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

კუვეითის დედაქალაქში შიიტურ მეჩეთზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

კუვეითის დედაქალაქში ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი. "სი-ენ-ენის" ცნობით, პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. არიან დაშავებულებიც, თუმცა, მათი რიცხვი ჯერ უცნობია. პოლიცია ვარაუდობს, რომ გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობაც.

აფეთქება პარასკევის ლოცვის დროს იმამ სადიქის მეჩეთში მოხდა, რომელიც ერთ-ერთ ხალხმრავალ სალოცავს წარმოადგენს. "ისლამურმა სახელმწიფომ" მსგავსი თავდასხმები საუდის არაბეთსა და იემენშიც აქამდეც არაერთხელ განახორციელა.