ტუნისში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

ტუნისში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსიში ტურისტებით სავსე სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი შეიარაღებული პირი პოლიციამ მოკლა. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერ უცნობია.

ქალაქი სუსი ტუნისში ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.