ტუნისის საკურორტო ქალაქში ტურისტებით სავსე სასტუმროს თავს დაესხნენ

ტუნისის საკურორტო ქალაქში ტურისტებით სავსე სასტუმროს თავს დაესხნენ

ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსიში ტურისტებით სავსე სასტუმროს თავს დაესხნენ. დაღუპულია შვიდი ადამიანი. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი შეიარაღებული პირი პოლიციამ მოკლა. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერ უცნობია.

ქალაქი სუსი ტუნისში ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს. ტუნისში უცხოელ ტურისტებზე თავდასხმა მარტშიც განხორციელდა. მაშინ ისლამისტი მებრძოლები დედაქალაქში მდებარე მუზეუმს დაესხნენ თავს.