თბილისის მერია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა.

უწყება განმარტავს, რომ გავრცელებულ ინფორმაცია თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის გადადგომის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

"თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ის მუშაობას თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში გააგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვინ დაიკავებს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას. შერჩეულ კანდიდატურას დედაქალაქის მერია შესაბამისი პროცედურების დაცვით დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის საკრებულოს, რომლის თანხმობის შემდეგაც მოხდება მისი ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის გადადგომის შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ავთანდილ სუდაძე პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას და ამ დროისთვისაც სტიქიით დაზიანებულ ობიექტებზე გაწმენდით სამუშაოებს უწევს კოორდინირებას",- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.