აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, საქართველოში მედიის თავისუფლება დიდი მონაპოვარია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, საქართველოში მედიის თავისუფლება დიდი მონაპოვარია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში  ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად არის შეფასებული სიტყვის თავისუფლება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია IREX–ის  მედიის მდგრადობის ყოველწლიური ინდექსით, ქვეყნის მაჩვენებლები, ევროპასა და ევრაზიაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

„თავისუფალი მედია არის ქართული საზოგადოების უდაოდ დიდი მონაპოვარი. დღეს მედია აბსოლუტურად თავისუფალია სამთავრობო გავლენებისგან. ჟურნალისტებს  საშუალება აქვთ საკუთარი პრინციპებისა და პროფესიული კეთილსინდისიერების შესაბამისად იმუშაონ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის განმავლობაში პოლიციელების მიერ ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენების ან კამერის კონფისკაციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„მუნიციპალური არჩევნების წინა პერიოდში მედია გარემო იყო  დაბალანსებული და შეუფერხებელი, მედია ინფორმაციას ავრცელებდა საქართველოში მომუშავე საერთაშორისო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სატელევიზიო არხების საკუთრების და ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ გაუმჯობესდა 2013 წელს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.