საპარლამენტო ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ,,ეროვნული ბანკის შესახებ

საპარლამენტო ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ,,ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

ველოდებით, რომ ,,ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, – ამის შესახებ უმცირესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა.

როგორც მელიქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ,,ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, ერთი კონკრეტული პიროვნების ინტერესებიდან გამომდინარე შედის.

,,პრეზიდენტისთვის და მთელი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ნათელია, რომ აღნიშნული ცვლილებით ეროვნული ბანკის გამოშიგვნა ხდება. ეს განპირობებულია პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა რეკომენდაცია, რომელიც ეხება გამართულ საფინანსო სექტორს, არის უგულებელყოფილი დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. ველოდებით, რომ კანონზე პრეზიდენტისგან იქნება ვეტო დადებული, თუმცა უმრავლესობა კიდევ აიღებს პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე, რომელიც არის მიმართული ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს შემდგომში ლარის კურისის გაჯანსაღებას", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ,,ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლოა ვეტო დაადოს.