პრეზიდენტს და

პრეზიდენტს და "ნაციონალურ მოძრაობას" ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ერთნაირი მოსაზრება აქვთ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის თქმით, პრეზიდენტს და "ნაციონალურ მოძრაობას" ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ერთნაირი მოსაზრება გააჩნიათ.

თამაზ მეჭიაურის თქმით, პრეზიდენტი თავიდანვე უარყოფითად იყო განწყობილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებზე და ამასთან დაკავშირებით არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადოს. როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილს ეროვნული ბანკის მიმართ უარყოფითი მოსაზრება მაშინაც არ დაუფიქსირებია, როდესაც ლარის კურსი ხშირად იცვლებოდა.

არსებული ინფორმაციით, ,,ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლოა ვეტო დაადოს.