საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა ქალაქ სენ-კანტენ-ფალავეში მომხდარი აფეთქების შემდეგ უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა.

"როიტერის" ცნობით, დღეს დილით ამერიკული გაზის კომპანიასთან უცნობმა პირებმა ბუნებრივი აირის ავზები ააფეთქეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

დაღუპულის გვერდით დროშა აღმოაჩინეს, რომელზეც ისლამისტური წარწერებია დატანილი. შემთხვევის ადგილზე უკვე ჩავიდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბერნარ კაზენიოვი. პოლიციის ცნობით, ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია. ჯერ არ დასტურდება, იყო თუ არა ეს ისლამისტი რადიკალების მიერ განხორციელებული თავდასხმა. თუ ეს დადასტურდა, მაშინ საფრანგეთში წელს ეს რიგით მეორე მსგავსი შემთხვევა იქნება იანვარში, ჟურნალ "შარლი ებდოზე" თავდასხმის შემდეგ. ქალაქი სენ-კანტენ-ფალავე საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ლიონიდან 30 კილომეტრეში მდებარეობს.