საფრანგეთში ერთ-ერთი ქარხნის შესასვლელთან უცნობმა პირებმა ბუნებრივი აირის ავზები ააფეთქეს

საფრანგეთში ერთ-ერთი ქარხნის შესასვლელთან უცნობმა პირებმა ბუნებრივი აირის ავზები ააფეთქეს

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ გრენობლში ერთ-ერთი ქარხნის შესასვლელთან უცნობმა პირებმა ბუნებრივი აირის ავზები ააფეთქეს.

დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ "როიტერი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპული ადამიანის ცხედრის გვერდით ისლამისტური წარწერებით დროშა აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბერნარ კაზენიოვი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.