ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა

ევგენი პრიმაკოვი გარდაიცვალა

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრიმაკოვის ოჯახის წევრებს და ახლობლებს მოუსამძიმრა.

ევგენი პრიმაკოვი 1929 წლის 29 ოქტომბერს კიევში დაიბადა და თბილისში გაიზარდა. ევგენი პრიმაკოვი რუსეთის პრემიერის პოსტს 1998-1999 წლებში იკავებდა. იგი პოლიტიკური კარიერის მანძილზე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზეც იყო. იგი საბჭოთა კავშირის დროს მაღალ თანამდებობას იკავებდა.