მოსამართლემ

მოსამართლემ "კაბელების საქმეზე" ბრალდებულებისადმი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ჯუღელმა ე.წ. კაბელების საქმის ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებლივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, შესაბამისი შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის არსებითი განხილვა 10 ივლისიდან დაიწყება.

როგორც ცნობილია, პროკურატურის შუამდგომლობით, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანი ორი კვირის წინ გირაოს გარეშე გაათავისუფლეს. საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი წინადადებით სასამართლოს დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვის არგუმენტით მიმართა.