კლინიკაში, სადაც წუხელ პატიმრები გადაიყვანეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული

კლინიკაში, სადაც წუხელ პატიმრები გადაიყვანეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული

დიღომში მდებარე კლინიკა "ლანცეტში", სადაც წუხელ პატიმრები გადაიყვანეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ინფორმაციას პატიმრების მდგომარეობის შესახებ კლინიკაში ოფიციალურად არ ავრცელებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ აქ რამდენიმე პატიმარია, მათ შორის გუშინ, სამი მათგანი შეიყვანეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პატიმრებს ჭრილობები აქვთ მიყენებული.

"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომლის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.