ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დაინტერესდა, დაიწყო თუ არ გამოძიება მის მიმართ

ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დაინტერესდა, დაიწყო თუ არ გამოძიება მის მიმართ "შესაძლო დანაშაულის ფაქტთან" დაკავშირებით

ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელი პროკურატურისგან დაინტერესდა, დაიწყო თუ არ გამოძიება მის მიმართ "შესაძლო დანაშაულის ფაქტთან" დაკავშირებით.

შესაბამისი შეკითხვით ჯუღელმა საქმის პროკურორებს დღევანდელ პროცესზე მიმართა. მოსამართლე დაინტერესდა იმითაც, ხომ არ ითხოვდა ბრალდების მხარე საქმეზე მის აცილებას.

დავით ჯუღელის შეკითხვის საპასუხოდ პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსამართლის მიმართ შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.

მედია რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ მოსამართლე დავით ჯუღელზე ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ზეწოლა განხორციელდა.