ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს უკრაინას საჰაერო სივრცის კონტროლთან დაკავშირებით. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.
გამოცემის ცნობით, ნატო-ს წევრი ქვეყნები - პოლონეთი, ნორვეგია და თურქეთი უკრაინელ დისპეტჩერებს მონაცემებს მიაწვდიან საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
"ეს დაეხმარება უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ტერიტორიებისთვის, რომლებზეც ამ დრომდე მიმდინარეობს ბრძოლები.
გარდა ამისა, ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ დააარსონ უკრაინის დახმარების ფონდი, რომელიც განკუთვნილი იქნება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან გასანაღმად.