ბათუმის ცენტრში,

ბათუმის ცენტრში, "ჭაჭის თაუერთან" ჯიხურებს იღებენ

ბათუმის ცენტრში, "ჭაჭის თაუერის" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების 21 ჯიხურს იღებენ.

გოგებაშვილის ქუჩაზე სუვენირების 10-მდე ჯიხური უკვე აიღეს. ტერიტორიაზე მობილიზებულია რამდენიმე ტრაქტორი და მძიმე ტექნიკა. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერიის სამსახურების წარმომადგენლები, თუმცა ჟურნალისტების ადგილზე მისვლისთანავე მათ ტერიტორია დატოვეს. "ჭაჭის თაუერის" მიმდებარედ ჯიხურების მეპატრონეები არიან შეკრებილები და აცხადებენ რომ მერიის სამსახურებს ჯიხურების აღების საშუალებას აღარ მისცემენ. ადგილზე იმყიფებიან პატრულის თანამშრომლებიც.

ჯიხურები, სადაც ძირითადად, სამკაულებსა და სუვენირებს ყიდიან, გარემოვაჭრეებმა თვითნებურად დაამზადეს და ბათუმის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე განათავსეს. ბათუმის მერიამ საბაგიროს ტერიტორიასა და გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებული ჯიხურები რამდენიმე დღის წინ, "ჭაჭის თაუერის" გვერდით დადგა.

უსახური ჯიხურების დადგმას დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა.