"თუ დავით მიზანდარი შსს-ში მუშაობის პარალელურად "BILETEBI.ge"-ს დირექტორი იყო, ის დაისჯება"

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისი ინფორმაციით, მიზანდარმა შს სამინისტროში გადასვლამდე დატოვა "BILETEBI.ge".

შს მინისტრის თქმით, ამ საკითხის მოკვლევა გენერალურ ინსპექციას დაევალა.

"გულწრფელად რომ გითხრათ, ამ საკითხის მოკვლევა გენერალურ ინსპექციას დაევალა, ის ვერ იქნებოდა, მაგრამ თუ ეს მოხდა და ის ამავდროულად ის იყო "BILETEBI.ge" დირექტორი ის დაისჯება, თუმცა მე ვიცი, რომ ეს ადამიანი წამოსული იყო", - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციით, "BILETEBI.ge"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და 60 %-იანი წილის მფლობელი შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი დავით მიზანდარი გახლავთ.