სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ონლაინ-კონსულტაცია მიმდინარეობს

სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ონლაინ-კონსულტაცია მიმდინარეობს

უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაცია Biletebi.ge-სა და უეფას შორის ონლაინ-კონსულტაცია მიმდინარეობს.

სწორედ ამ კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება, თუ რა საშუალებით გაიყიდება ონლაინ-ბილეთები და ასევე, გააგრძელებს თუ არა Biletebi.ge ბილეთების გაყიდვას. აღნიშნულ კომპანიას, ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელა უეფა-მ 48-საათიანი ვადა მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა.

ფეხბურთის ფედერაციისა და Biletebi.ge-ს წარმომადგენლები განცხადებებს კონსულტაციის შემდეგ გააკეთებენ.

გადაწყვეტილებას ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან გულშემატკივარებიც ელოდებიან.