პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს. საპარლამენტო უმცირესობის კითხვები, ძირითადად კანონის შინაარს შეეხება. როგორც დეპუტატმა ლევან თარხნიშვილმა სხდომაზე განაცხადა, კანონში ცვლილება მხოლოდ ერთი ადამიანის აზრის ,,გაპრავებას" უკავშირდება.
,,ორი დღეა ჩვენ პარლამენტში საკმაოდ უცნაურ შემთხვევას ვაკვირდებით, როცა ჩვენი კოლეგები ცდილობენ ერთი კონკრეტული ადამიანის აზრის "გაპრავებას" და ცდილობენ ახსნას თუ რატომ ცვლიან კანონს", -განაცხადა თარხნიშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას სხდომაზე ხმაური მოჰყვა. დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ უმცირესობის დეპუტატს გარეწარი უწოდა, ხოლო თამაზ მეჭიაურმა ოპოზიციონერი დეპუტატები არჩევნების გამყალბებლად მოიხსენია. ,,თქვენ ხართ არჩევნების გამყალბებელი და ამის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ. აქ რომ სხედხართ გაყალბების მეტი რა გააკეთეთ?"- მიმართა ლევან თარხნიშვილს თამაზ მეჭიაურმა.
დარგობრივი კომიტეტის თავმჯოდმარემ ზურაბ ტყემალაძემ კი უმცირესობის დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
,,თქვენ გინდათ, რომ ნერვები მოგვიშალოთ, მაგრამ ვერ მოგვიშლით ნერვებს ამიტომ დასვით კითხვა", - მიმართა ტყემალაძემ კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციას.
გარეწრები სახლში მოიკითხეთ, უპასუხა თარხნიშვილმა ჯაფარიძეს.