თბილისში, მდინარე მტკვარმა მშვიდობის ხიდთან მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი მდინარიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვნეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ჯერ ვერ ადასტურებენ, არის თუ არა მდინარის მიერ გამორიყული ცხედარი 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგულთაგან ერთ-ერთი. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ცხედრის იდენტიფიცირება.
ამ დროისთვის, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაკარგულად 3 ადამიანი ითვლება.