პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს.
კომიტეტზე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონს იხილავენ. საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილება ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის კონსტიტუციასთან გარკვეულწილად შეუსაბამისობაშია.
ოპოზიციის განცხადებებს უმრავლესობის დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა. "თქვენ აქ ვის დაკვეთას ასრულებთ, რომ ზიხართ, გაეთრიეთ აქედან!", - მიმართა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ უმცირესობის წევრებს.