ოჯახური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მექანიზმები და სოციალური მუშაკების გადამზადების ვადები ორი წლით გადაიწევს

ოჯახური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მექანიზმები და სოციალური მუშაკების გადამზადების ვადები ორი წლით გადაიწევს

ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მექანიზმები და სოციალური მუშაკების გადამზადების ვადები ორი წლით - 2017 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადავადდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში შედის.

კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტის დღევადნელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მირიან წიკლაურმა წარადგინა. ცვლილებების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობას 2017 წლის 1-ელ სექტემბრამდე სოციალური მუშაკებისთვის შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება და ძალადობრივი დამოკიდებულების მქონე პირთათვის ქცევის შეცვლის საჭირო ღონისძიებების განხორციელება დაევალათ.

როგორც კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა გიგი წერეთლმა აღნიშნა, მისაღებია მიდგომები, რაც სახელმწიფომ ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით განახორციელა, რასაც კანონის გამკაცრება და ზოგიერთი ქმედების კრიმინალიზება მოჰყვა, თუმცა მისივე განცხადებით, სოციალური მუშაკების გადამზადებისთვის კანონის ამოქმედების ორი წლის ვადით გადაწევა შეკითხვებს წარმოშობს. დეპუტატმა ვადის შემჭიდროების და პროცესის სწრაფად დასრულების საკითხი დასვა.

წერეთლის მოსაზრებასთან დაკავშირებით მირიან წიკლაურმა განმარტა, რომ ვადების გადაწევის საკითხი დონორებთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება.