აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური ბრძოლის განახლების რისკები კვლავ დიდია

აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური ბრძოლის განახლების რისკები კვლავ დიდია

აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური ბრძოლის განახლების რისკები კვლავ დიდია. "ბი-ბი-სის" ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"საუკეთესო გზა მშვიდობის შენარჩუნებისთვის მინსკის შეთანხმების სრული შესრულებაა. მოვუწოდებ ყველა მხარეს ამის გაკეთებისკენ. რუსეთს ამ კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. აღნიშნულის შესახებ სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა, რომელიც დღეს გაიმართა.