შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები როგორც თბილისში ასევე, ქვემო ქართლში მიმდინარეობს.
მისი თქმით, ცხედრები შესაძლოა აზერბაიჯანის მხარეს იყოს მდინარის მიერ გატანილი, შესაბამისად ძიებაში ქართული მხარის თხოვნით, აზერბაიჯანული მხარეც ჩაერთო.
„მიმდინარეობს სამძებრი სამუშაოები, მთელი მტკვრის პერიმეტრზე როგორც თბილისში ასევე, ქვემო ქართლში. რადგან ვარაუდია იმისა, რომ მიცვალებული შეიძლება იყოს მტკვარში გატანილი და არ არის გამორიცხული იყოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც. ჩვენ იქაურ კოლეგებს მივმართეთ უკვე ოფიციალურად, სადაც ხდება დახმარება, რომ თუ იქით იქნება აღმოჩენილი მიცვალებული მყისიერად გვაცნობონ“, - განაცხადა ქაწაშვილმა.