საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. დღეს თინათინ ხიდაშელი ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, მანფრედ ვებერს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის ერთ–ერთი მთავარი თემა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარება იყო.
"ჩვენ შევასრულეთ ვალდებულებები, ახლა საჭიროა დაჩქარდეს ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი", – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ევროპას გააქტიურებისკენ მოუწოდა და საქართველოში არსებული მცოცავი ოკუპაციის გამო შეშფოთება გამოხატა.