ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ბათუმელი გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. გარემოვაჭრეების განცხადებით, მათ ბათუმის მერიამ ქალაქში საბაგიროს ტერიტორიაზე ვაჭრობა აუკრძალა.
ისინი უკმაყოფილები არიან შეთავაზებული ალტერნატიული ფართითაც და ითხოვენ, რომ ზაფხულის სეზონზე დროებით კვლავ საბაგიროს ტერიტორიას დაუბრუნდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილები შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავენ.