Biletebi.ge მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ბილეთების შეძენისას თანხა დაებლოკათ, ინფორმაციას ავრცელებს

Biletebi.ge მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ბილეთების შეძენისას თანხა დაებლოკათ, ინფორმაციას ავრცელებს

Biletebi.ge-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ, ვინც საიტის გადატვირთვის გამო, ვერ მოახერხა შეკვეთის დასრულება და თანხები დაბლოკილი აქვს, ადმინისტრაციას ან ბანკებს უნდა მიმართონ.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ვებგვერდი Biletebi.ge სოციალურ ქსელ „Facebook“-ის საშუალებით ავრცელებს.

„ყურადღება: ვინც გადახდის შემდეგ, საიტის გადატვირთულობის გამო, ვერ მოახერხა შეკვეთის დასრულება და თანხები დაბლოკილი აქვს, მოგვწერეთ მეილზე იმ მეილიდან, რითიც ცდილობდით შეკვეთას. subject line-ში ჩასვით [Q214]. ან მიმართეთ თქვენს ბანკებს თანხის განბლოკვის თხოვნით და ჩვენ ჩვენი მხრიდან დავუდასტურებთ. შეკვეთა ითვლება დაუსრულებლად, თუ გადახდის შემდეგ, ნახევარ საათში ბილეთები არ ჩანს "ჩემს შეკვეთებში", - ნათქვამია განცხადებაში.