"მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ საჯარო მოსამსახურეს მუშაობისა და თავდადებისთვის"

აშშ საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველის საქართველოში მაიკლ გრანტის განცხადებით, ინტერპოლით ძებნილი მოქალაქის დაკავებაში ქართულმა მხარებ დიდი როლი ითამაშა.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა მრჩეველის თქმით, ის მიესალმება ყველა იმ ქართველ სამართალდამცველს, რომელმაც დააკავა და დაეხმარა საზეგარის უკან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირებას, ოჯახური ძალადობის ძალიან სერიოზული ბრალდებებით სასამართლოს წინაშე წარსადგენად.

"საქართველოს ინიციატივა და თანამშრომლობა სამაგალითოა ამ შემთხვევაში. დაწყებული შსს-ს საპატრულო პოლიციის ოფიცრებით, რომელთაც გამოააშკარავეს ბატონი საზეგარი საქართველოში შემოსვლისას, საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელთაც კოორდინაცია გაწიეს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროსთან და საბოლოოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ვინც დაეხმარა პროცესს და საბოლოოდ დაამტკიცა ბატონი საზეგარის ექსტრადიცია. ყველა ამ უწყებებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი, რათა სავარაუდო ბრალდებული წარდგენილიყო სასამართლოს წინაშე, ისეთი სერიოზული დანაშაულის ჩადენისთვის, როგორიცაა ოჯახური ძალადობა. "ორენჯ ქანთრის" უბნის პროკურატურის ოფისისა და ჩემი სახელით, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ საჯარო მოსამსახურეს მათი მუშაობის, თავდადებისა და ხელმძღვანელობისათვის ამ მნიშვნელოვან საქმეში. მათი ძალისხმევის გარეშე, სავარაუდო დამნაშავე ახლაც ძებნილი იქნებოდა. ნაცვლად ამისა, იგი ამჟამად პატიმრობაშია და ელოდება სასამართლოს“, - განაცხადა მაიკლ გრანტმა.

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2015 წლის 23 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 2011 წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ალირეზა ალ საზეგარი, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან იძებნებოდა. ინტერპოლის ინფორმაციით, ალირეზა ალ საზეგარი ხასიათდებოდა სახიფათო და ძალადობისკენ მიდრეკილ პირად. ის ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის უმაღლესი სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე იძებნებოდა.