დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის გაცხადებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა არ ხდება და ის ისევ მის დაქვემდებარებაში რჩება.
როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში შესულ კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს შენიშვნები აქვთ.
"ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახური არსად არ მიდის. ის მის დაქვემდებარებაში რჩება. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები არა მარტო კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან, არამედ ასოციაციის წარმომადგენლებთანაც. კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნებია შემოსული და იმედია ავტორები გაიზიარებენ მას. მეც მაქვს შენიშვნები. საბოლოოდ კი, მივიღებთ ისეთ კანონს, რომლითაც დაცული იქნებიან მეანაბრეები. ხელშეწყობა ექნებათ ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებსაც", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
საქართველოს პარლამენტი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს იწყებს.