სირიის ჩრდილოეთით თურქეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ქობანიში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.
"ალ-ჯაზირას" ცნობით, დაღუპულია ათობით ადამიანი. ისლამისტი მებრძოლები აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს შეიჭრნენ, თუმცა, გავრცელებული ცნობით, ქალაქის დიდ ტერიტორიას კვლავ ქურთების არმია აკონტროლებს.
ქობანიში "ისლამური სახელმწიფო" გასულ წელსაც შეიჭრა, თუმცა, მაშინ ქურთების შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ის კოალიციური ძალების დახმარებით, ისლამისტების ქალაქიდან გაძევება შეძლო. ე.წ ისლამური სახელმწიფო სირიისა და ერაყის ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებს. მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივ არმიებს დასავლეთი ეხმარება.