სტიქიის შედეგად დაკარგულების ცხედრებს მტკვარში ეძებენ

სტიქიის შედეგად დაკარგულების ცხედრებს მტკვარში ეძებენ

სტიქიის შედეგად დაკარგულების ცხედრების საძიებო სამუშაოები მტკვარში ამ დრომდე მიმდინარეობს. თბილისიდან რუსთავამდე მონაკვეთზე სამი ცხედრის ძიებაში ჩართულია სამაშველო სამსახურის 8 წარმომადგენელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათი ცნობით, ცხედრების ძიება მიმდინარეობს ქვემო ქართლის ტერიტორიაზეც. სპეცტექნიკასთან ერთად, საძიებო ღონისძიებებს მყვინთავები ახორციელებენ.