რუსეთის ლიდერის მხარდამჭერთა რაოდენობამ 90 %-ს მიაღწია

რუსეთის ლიდერის მხარდამჭერთა რაოდენობამ 90 %-ს მიაღწია

რუსეთის მასშტაბით ივნისში ჩატარებული გამოკითხვებით, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი მაღალ მაჩვენებელზე ავიდა. "ლევადა-ცენტრის" გამოკითხვის თანახმად, რუსეთის ლიდერის რეიტინგი 90 %-ს შეადგენს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ამ გამოკითხვით, რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 89 % დადებითად აფასებს, 10 % - უარყოფითად, 1 %-მა კი პასუხისგან თავი შეიკავა.

მაისში პუტინის საქმიანობას დადებითად ოდნავ ნაკლები - გამოკითხულთა 85 % აფასებდა. გასული წლის ამავე პერიოდში მისი მხარდამჭერი 86 % იყო, წინა წლებში კი პუტინს მხოლოდ 63-64 % ემხრობოდა.